როგორც უკვე ვიცით, ბევრი ტექნოლოგიური ჟურნალი დილიდან ჩვენი საყვარელი კომპანიის იდუმალ ქარხანაზე წერს, სადაც „Samsung-ის მილიონები ნადგურდება”.
სიტუაციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, Apple-ის მიერ ეკრანების დამზადება ლოგიკური სიახლეა. კომპანიას მართლაც აქვს კალიფორნიაში იდუმალი ქარხანა, სადაც უკვე დაწყებულია microLED ეკრანებზე მუშაობა.
ასევე ცნობილია, რომ Apple-ის ახალი ეკრანები პირველად Apple Watch-ებში გამოიყენება, შესაბამისად კომპანია ეკრანის მომწოდებელ პარტნიორთან კონტრაქტს გაწყვიტავს.
OLED ტექნოლოგიის ეკრანი კუპერტინოელებმა პირველად iPhone X-ში გამოიყენეს. ის სტანდარტული OLED მონიტორებისგან იმით განსხვავდება, რომ microLED მონიტორი შედგება ახალი თაობის LED-ებისგან — ეს კი საშუალებას იძლევა შემცირდეს პანელის სისქე. ამას გარდა მათი სიკაშკაშე ბევრად გაუმჯობესდება და რაც მთავარია მისი ენერგო მოხმარება არ გაიზრდება.
ამ მომენტისათვის microLED მონიტორებზე 300 კაციანია ინჟინერთა გუნდი სანტა-კლარაში, Apple Park-ის მახლობლად მუშაობს. ახალი ტექნოლოგიების საწარმოებლად კომპანიამ 6000 კვადრატული მეტრი გამოყო.
როგორც Bloomberg-ი წერს — Apple-ის ეს იდეა წლების წინ ქონდა, მაგრამ ტექნოლოგიის არასრულყოფილების გამო პროექტი შეაჩერეს. ეს ფაქტი ისევ ტიმ კუკის სტრატრგიას უსვამს ხაზს:
„ჩვენი მიზანი არ არის ვიყოთ პირველები, ჩვენი მიზანია ვიყოთ საუკეთესოები”