ჩვენ ხშირად ვხვდებით უკვე სიუჟეტებს, სადაც Apple Watch-ი ხალხს ეხმარება გულთან დაკავშირებულ პრობლემების დროულად მოგვარებაში — ახლა კი ის დამნაშავის გამოვლენაში გვეხმარება.
ავსტრალიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მთავარი ბრალდებულის დასაპატიმრებლად სამართალდამცავმა ორგანოებმა მთავარ დამადასტურებელ მტკიცებულებად Apple Watch-ი გამოიყენეს.
თავდაპირველად ქეროლაინ ნილსონმა პოლიციას განუცხადა, რომ მის მამამთილს
ქუჩაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სახლში ხალხის ჯგუფი თავს დაესხა
როგორც გაირკვა თავდამსხმელთა ჯგუფის წევრებს მაჯაზე Apple Watch-ები ეკეთათ — პროკურორმა მოსამართლეს განუცხადა, რომ 2016 წელს მომხდარი ინციდენტის შესახებ მონაყოლი ამბავი შეთხზულია და სიმართლეს არ ექვემდებარება. მან ამის დასამტკიცებლად სწორედ, რომ კომპანია Apple-ის საათები გამოიყენა, რომელიც ამოწმებდა, რომ ინციდენტი სხვა დროს და სხვა ინტერვალის განმავლობაში ხორციელდებოდა. მთავარ დამამტკიცებელ საბუთად გამოყენებულმა Apple Watch-მა საქმის გახსნა მოახერხა.