ყოველი მომხმარებელი ერთხელ მაინც აღმოჩნდება სიტუაციაში, როდესაც Safari-ს სწორედ იმ საჭირო ჩანართს დახურავს. რასაკვირველია, მისამართის ხელახლა აკრეფა არაა ძნელი საქმე, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს სწრაფად?
ჩვენ გაჩვენებთ სამ ვარიანტს:
კლავიშების კომბონაციის გამოყენებით
macOS Sierra-ს გამოსვლასთან ერთად გაჩნდა ნებისმიერი ოდენობის ჩანართების აღდგენის შესაძლებლობა, მალსახმობი კლავიშების გამოყენებით. Safari-ს ჩანართების თანმიმდევრულად აღდგენისთვის გამოიყენეთ კლავშების კომბინაცია:
Command + Shift + T
თუ საჭიროა მხოლოდ ბოლოს დახურული ჩანართის აღდგენა, გამოყენეთ სხვა კომბინაცია:
Command + Z
ბრაუზერის ჩანართების პანელის გამოყენებით
აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ჩანართების შექმნის ღილაკი „+“, რომელიც პირდაპირი დანიშნულების გარდა, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ბოლოს დახურული ჩნაართების სია — ამისათვის საკმარისია მაუსით დავაწკაპუნოთ ამ ხატულაზე და ცოტა ხანი არ ავუშვათ მაუსი.
ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით
ამისათვის უნდა შევიდეთ ბრაუზერის მენიუში: History > Recently Closed. დავინახავთ ბოლოს დახურული საიტების სიას, საიდანაც ავირჩევთ სასურველ საიტს.