როგორც ორგანიზაცია გემუგმა რამოდენიმე თვის წინ იწინასწარმეტყველა, Apple-მა iPhone-ების კიდევ ერთი ფერი დაამატა. ეს ფერი კომპანიისთვის პირველი არ არის, Product Red პირველად iPhone 7-დან გამოჩნდა.
როგორც theverge წერს, კომპანია წითელი iPhone-ებით მიღებულ შემოსავალს, პირდაპირ შიდცით დაავადებულთა ფონდში გადარიცხავს.
ახალი ფერის დამატება არ შეხებია iPhone X-ის მოდელს, ის მხოლოდ iPhone 8-სა და 8 Plus-ს დაემატა, რომლის ხილვაც Apple Store-ებში 13 აპრილიდან შეგვეძლება.
64 გიგაბაიტიანი მოდელის ფასი — 699$
256 გიგაბაიტიანი მოდელის ფასი — 799$