დღეს Apple-მა დეველოპერებს Mac-ის App Store-ში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეახსენა. უკვე 1 ივნისიდან Mac-ის ინტერნეტ მაღაზიაში — ყველა აპლიკაცია 64 ბიტის მხარდაჭერით უნდა იყოს.
ამასთან ერთად MacOS 10.13.4-ის მომხმარებლები მიიღებენ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს, რომ მალე 32 ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა შეჩერდება:
“ეს პროგრამა არ არის ოპტიმიზირებული Mac-ისთვის”
ეს ცვლილება 2018 წლის ივნისში მოხდება, დეველოპერები კი მზად უნდა იყვნენ ამისთვის — წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაციები ახალ საოპერაციო სისტემაზე არ იმუშავებს.
წყარო: Macrumors