კომპანია Jamf-ის ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, რომელიც კორპორატიული პროგრამების განვითარებაშია ჩართული, გამოკითხა თანამშრომლები, სადაც უმრავლესობის აზრით Mac-ზე და iOS-ზე მუშაობა უფრო მოსახერხებელია.
გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 580-მა ადამიანმა, მათ შორის დირექტორმა, მენეჯერებმა და სხვადასხვა კომპანიების IT სპეციალისტებმა.
როდესაც ორგანიზაციამ თანამშრომლებს არჩევანის საშუალება მისცეს, უმრავლესობამ კომპანია Apple აირჩია. 72%-მა Mac-ი აირჩია, ხოლო 28%-მა PC. მობილური პლათფორმების შემთხვევაში, გამოკითხულთა 75%-მა iOS დაასახელა, ხოლო 25% Android-ს ირჩევს.
კვლევამ ასევე გამოავლინა სხვა საინტერესო საკითხები:
- გამოკითხულთა 68% თვლის, რომ სწორად არჩეული მოწყობილობი ზრდის მათ პროდუქტიულობას.
- გმაოკითხულდა 35% მიიჩნევს, რომ არჩევანის საშუალება კომპანიის მაღალ ხარისხს აღნიშნავს.
სრული გამოკითხვა შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდზე იხილოთ: jamf