ორი წლის წინ Apple-მა უცაბედად გააქრო 3.5მმ-იანი ჯეკი, ეს ცვლილება ისეთი მოულოდნელი იყო რომ ზოგი მომხმარებლისგან სიძულვილიც კი მიიღო. ამის შემდეგ მომხმარებლებს სხვა ადაპტერის გარეშე არ შეეძლოთ ერთდროულად მოესმინათ ყურსასმენით მუსიკისათვის და თან დაემუხტათ iPhone-ი. ამას გარდა, მათ ასევე არ შეეძლოთ თავიანთი Earpods-ით მუსიკის მოსმენა.
როგორც ანალიტიკოსი Mark Moskovitsa საუბრობს, წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება. Apple-მა შესაძლოა უარი თქვას ასეთ გარემოებაზე. 2018 წელს წარმოებულ iPhone-ს საერთოდ არ მოყვება ადაპტერი, რომელის დახმარებითაც შეიძლება კვლავ ძველი 3.5მმ-იანი Earpods-ის გამოყენება.
Apple-ი ამ საქციელს იმით ახსნის, რომ მათ უნდათ ახალი iPhone-ის ფასის მინიმუმამდე დაყვანა. და თუ კვლავ გენდომებათ რომ თქვენი ძველი ყურსასმენი დაუკავშიროთ თქვენს ახალ iPhone-ს, მოგიწევთ ამ ადაპტერისთვის 9 დოლარი გაამზადოთ.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, iPhone-ების ფასი ახლა არ არის დაბალი და ეს აუცილებლად აისახება სამომავლოდ მოთხოვნაზე. რაც საბოლოოდ Apple-ს დაარტყამს.
ასევე სხვა ანალიტიკოსების აზრით, Apple სპეციალურად აწარმოებს დაბალ ფასიან iPhone-ს, რომელსაც LCD მონიტორის მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება ერთ-ერთი სწორი გზა გაყიდვების კიდევ უფრო გაზრდისთვის, დაბალ ბიუჯეტური iPhone-ი გაყიდვებს დააბალანსებს. [9to5mac]