Eddie Cue — Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტია პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. მან გადაწყვიტა თავისი სახლი გაყიდოს, რომელიც tahoe-ს ტბასთან ახლოს მდებარეობს. ეს ინფორმაცია უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვის სამსახურმა realtor.com-მა გაავრცელა.
700 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სახლი, მდებაორებს აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთით, კალიფორნიაში. ეს უბანი კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ის ნევადასა და კალიფორნიის საზღვარზეა.
არქივში არსებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს ედიმ შეიძინა 0.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასში 1.2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ახლა კი ამ სახლის საერთო ფასი — 11.9 მილიონ დოლარს შეადგენს.
სახლი აშენდა 2015 წელს. მას აქვს 5 საძინებელი, 6 სველი წერტილი, დიდი მისაღები სამზარეულსთან ერთად, რელაქსაციის ოთახი, მარანი და ბუხარი.