კომპანია TSMC-მ iPhone-ის პროცესორების წარმოება დაიწყო.
როგორც Bloomberg-ი იტყობინება, A12 პროცესორები 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით გაკეთდება. ასეთი ჩიპები უფრო კომფაქტური, ენერგოეფექტური და პროდუქტიულია, ვიდრე ამჟამინდელი A11 Bionic-ი.
TSMC-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამ ჭორთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი არ გასცა.
ეს ჭორი ძალიან რეალურს ჰგავს, რადგან Apple-მა წინა წელს ზუსტად ამ დროს დაიწყო A11 ჩიპების მასობრივი დამზადება.
წყარო: 9to5mac