iOS 11.4-ის გამოსვლის შემდეგ — 10 დღის თავზე ეფლმა უკვე ძველი 11.3.1 ვერსიის ხელმოწერა შეწყვიტა.
ახლა უკვე iOS 11.4-დან უკანა ვერსიაზე დაბრუნება შეუძლებელია. უკან დაბრუნების პროცესი, “3191” შეცდომით შეჩერდება.
ამავდროულად იმედები გაუცრუვდათ Jailbrake-ის მომლოდინე მომხმარებლებს. ჰაკერებს არ მიეცათ საკმარისი დრო, რომ ოპერაციული სისტემის დაცვა გაერღვიათ.
შეგახსენებთ რომ რამოდენიმე დღის წინ WWDC-ის ღონისძიებაზე, Apple-მა ახალი — უფრო დაცული iOS 12 წარმოგვიდგინა, რომელიც სექტემბრის ღონისძიების შემდეგ გამოემართება ჩვენს მოწყობილობებში.
წყარო: iphonehacks.com