Apple-ის წინააღმდეგ ხშირად გვსმენია საპატენტო დარღვევის გამო სარჩელის შეტანაზე, წინა წელს ჩინური ტანსაცმლის ბრენდი კომპანიას ედავებოდა App Store-ის ხატულაზე — ისინი ამტკიცევდნენ, რომ ის ძალიან გავდა მათ ლოგოს. ეს სასამართლო Apple-ის გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება ახლანდელ სიახლეს, ამჯერად ჩვენ საყვარელ კომპანიას Siri-ს მალსახმობის გამო უჩივიან. დეველოპერების Shift სტუდია, ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო, Apple-ისგან ითხოვს 200,000 დოლარს. მათი აზრით Siri მალსახმობის აპლიკაციის ხატულა, ძალიან ჰგავს სტუდიის ლოგოს.
Shift-ის კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სჭირდებათ თანხა, რათა რებრენდიგი გააკეთონ და ახალი ლოგო შექმნან. რადგან Apple-ის მხრიდან ლოგოს შეცვლის ალბათობა, მათივე აზრით ნულოვანია.