KGI Securities-ის ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ ახალი iPhone-ის ფერების შესახებ დაწერა.
მისი აზრით, iPhone X Plus-ი რომელიც 6.5 დიუმიანი იქნება და 1000 დოლარი ეღირება, 3 ფერის გამოვა — შავი, თეთრი და ოქროსფერი. როგორც წინა სიახლეებიდან ვიცით, ასევე ველოდებით 6.1 დიუმიან დაბალ ბიუჯეტურ iPhone-ს LCD ეკრანით, რომლის ფასიც 700 დოლარია. რაც შეეხება მის ფერებს, ის ხუთი ფერის იქნება — თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი, წითელი და ცისფერი.
ანალიტიკოსის აზრით, ახალ iPhone-ებს შორის, ყველაზე დიდი გაყიდვა დაბალ ბიუჯეტურ მოდელზე წამოვა და დაახლოებით 55%-ს შეადგენს.
წყარო: 9to5mac
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group