ამ კვირაში ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ App Store-ის შემოსავალი თითქმის ორჯერ უფრო აღემატება Google Play-ის შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ Play Store-ს ბევრად უფრო მეტი ჩამოტვირთვა აქვს.
კრეატიულმა ექსპერტებმა აგვიხსნეს თუ რა განსხვავებაა App Store-სა და Play Store-ს შორის.
კვლევაში მონაწილეობას ამერიკაში მცხოვრები 800 მომხმარებელი მონაწილებდა:
აღმოჩნდა რომ iOS-ის მომხმარებელთა 20%, აპლიკაციებს ყოველდღიურად ათვალიერებს, გარდა ამისა, 32% აცხადებს, რომ ყოველკვირეულად ონლაინ მაღაზიაში იმყოფება. რაც შეეხება Play Store-ს, მას ყოველდღიურად — 9 პროცენტი ათვალიერებს.
როდესაც საქმე ეხება App Store-იდან შეძენას, მომხმარებელთა 38% აცხადებს, რომ აპლიკაციას პირდაპირ ფუნქციებით არჩევს და არა მიმოხილვებით. რაც შეეხება Android-ის მომხმარებლებს, მათი 44% აპლიკაციის ყიდვის პროცესში მიმოხილვებს ეყრდნობა.
რაც შეეხება რეკლამებს, iOS-ის მომხმარებელთა 46% ამბობს, რომ შეძენილი აპლიკაციიდან შეძლებენ რეკლამის ამოღებას. Android-ის მომხმარებლების 38% აცხადებს, რომ ასეთ შესაძლებლობას განიხილავენ.
თუმცა, ამ ორ პლათფორმას შორის მთავარი განსხვავება — ფასიანი აპლიკაციების ხელმომწერების რაოდენობაა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათ Android-ის მომხმარებლებთან შედარებით, 5 ან მეტი აპლიკაციით მეტი ფასიანი აპლიკაცია აქვთ.