Nike-მა Apple Watch-ისთვის სავარჯიშო აპლიკაცია გამოუშვა

Nike-მა Apple Watch-ისთვის სავარჯიშო აპლიკაცია გამოუშვა

Nike-მა ოფიციალურად წარადგინა Nike Training-ის აპლიკაციის განახლებული ვერსია Apple Watch-ისთვის. ახლა Apple-ის ჭკვიანი საათის მფლობელები უკეთესად შეძლებენ პროგრესის მონიტორინგს.

Nike Training Club-ის ახალი ვერსია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას 160-ზე მეტი ვარჯიში შეარჩიოს. ასევე იოგის ვარჯიშები დამწყებებისათვის. აპლიკაცია აწარმოებს მონიტორინგს კალორიებზე და გულისცემაზე.

ვარჯიშები Apple Watch-ზე

„სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვიგზავნიდნენ მოთხოვნებსა და იდეებს აპლიკაციის განახლებისთვის. მათ სურდათ თავიანთი პროგრესის მონიტორინგი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ შეგვექმნა სასარგებლო აპლიკაცია — აცხადებს Nike-ის ვიცე-პრეზიდენტი Mike McCabe.“

თქვენი პროგრესის ნახვა ახლა უკვე iPhone-ის გარეშეც შეგიძლიათ, ამისთვის აღარ არის საჭირო სმარტფონში ჩახედვა. ერთი მარტივი მოძრაობა, მაჯის ამოტრიალებაა საჭირო 😉

Nike Training Club
Nike Training Club
Developer: Nike, Inc
Price: Free+

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

Leave a Comment