რაც უფრო ახლოვდება სექტემბერი, მით უფრო მატულობს ჭორები ახალი iPhone 9-ის შესახებ. კერძოდ, წყაროები გვატყობინებენ, თუ რა ფერში გამოვა ახალი მოდელი.
გამოცემა Macotakara გვიზიარებს საკუთარ ინფორმაციას. რესურსი ამტკიცებს, რომ აიფონის ახალი მოდელი შემდეგ ფერებში გამოვა:
- თეთრი
- შავი
- ყვითელი ნეონი
- კაშკაშა ფორთოხლიფერი
- ლურჯი ელექტრიკი
- პლატინსიფერ-ნაცრისფერი
ზუსტად ასეთივე ფერებში იქნება iPhone-ის საფირმო შალითები
საინტერესოა, რომ მინ-ჩი კუოსგან განსხვავებით, Macotakara არ საუბრობს წითელ აიფონზე. მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ეფლი ამ მოდელს შუა წელში გამოუშვებს, როგორც ეს მოხდა უკვე გამოსულ მოდლეებთან მიმართებაში.
წყარო: 9to5