გუშინ ღამით Apple-მა მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალი 53.3 მილიარდს შეადგენს, რაც 17 პროცენტით მეტია წინა წლის ამ მაჩვენებელთან შედარებით.
კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა 40%-ით, მიაღწია რა მოგების ნიშნულს $2.34 თითო აქციაზე.
Apple-ის შედეგები 3 თვის განმავლობაში:
- 41,3 მილიონი iPhone-ი
- 11,553 მილიონი iPad-ი
- 3,72 მილიონი Mac-ი
- iPhone X გახდა ყველაზე პოპულარული სმარტფონი
- iPhone X-ით კმაყოფილია მომხმარებლების 98%
- App Store-ში ხელმისაწვდომია დაახლოებით 30 000 აპლიკაცია
- Apple Music-ის შემოსავლები 50%-ით გაიზარდა
- Siri-ს 1 მილიარდით მეტი ადამიანი მიმართავს და ატარებს Apple Pay-ს ოპერაციას
- Apple TV-ის გაყიდვები გაიზარდა, წელს 50 მილიონი მოწყობილობის გაყიდვაა მოსალოდნელი
ტიმ კუკმა ეს მესამე კვარტალი ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელა, Apple-მა მომსახურების მოგებაზე მიაღწია ახალ რეკორდს, 9.5 მილიარდიანი ნიშანი.
ჩვენი საყვარელი კომპანია აგრძელებს თავისი რეკორდების მოხსნას, რაც ძალიან გვახარებს 🙂
შედეგების ნახვა Apple-ის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ: Apple
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group