მას შემდეგ რაც Apple-მა პირველი ჭკვიანი საათი წარმოგვიდგინა, არაერთხელ გავიგეთ იმის შესახებ თუ როგორ გადაარჩინა ამ გაჯეტმა მომხმარებელი. კონკრეტულად კი დროული გაფრთხილებით, გულისცემის სიხშირის ზრდის შესახებ.
კიდევ ერთი ასეთი ამბავი მოხდა მაიკლ ლავთან, რომლის სიკვდილის რისკი დიდი იყო, მან გულისცემის მაჩვენებლის სწრაფი ზრდა დააფიქსირა. ჩვეულებრივ კონდიციაში და ფიზიკური აქტივობების გარეშე, ჯამრთელი ადამიანის გული წუთში 60-ჯერ ურტყამს.
ამ წლის მაისში ლავმა Apple Watch-ისგან მიიღო შეტყობინება, რომ მისი პულსი აღემატება 130-140-ს. იმ დროს როდესაც მაიკლს ეძინა.
ამის შემდეგ ბიჭი დაუყოვნებლივ წავიდა კარდიოლოგთან, კვლევის დროს აღმოჩნდა რომ ბიჭს აქვს გულის დაავადება და ძალიან ატიპური სტრუქტურა.
ბიჭმა დაიწყო სამ კვირიანი მკურნალობა, მაიკი გვირჩევს რომ Apple Watch-ი არასდროს მოვიხსნათ ხელიდან, რადგან მისი სიცოცხლე ამ გაჯეტმა გადაარჩინა.
წყარო: Phonearena