GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რატომ გახდება iPhone უფრო ძვირი?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
09/08/2018
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2017 წელს პირველად ვიხილეთ ყველაზე მაღალ ბიუჯეტური iPhone X — რომელიც 999 დოლარი ღირდა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამით Apple-მა არა მხოლოდ თავისი, არამედ ზოგადად სმარტფონების ინდუსტრიაში ფასების ზღვარი შეცვალა. ჩვენი საყვარელი კომპანია ძალიან მალე კიდევ ერთ მასობრივ პროდუქტს შემოგვთავაზებს — iPhone X Plus. არის ვარაუდები, რომ მისი ფასი 1200 დოლარს მიაღწევს და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც. მაშ ასე, საინტერესოა არიან თუ არა მომხმარებლები მზად, რომ სმარტფონში ამდენი გადაიხადონ?

როგორც იცით, ივლისის ბოლოს Apple-მა ფინანსური აქტივობების შესახებ გვამცნო, ამას გარდა ღონისძიების მსვლელობისას ეფლის გენერალურმა დირექტორმა — ტიმ კუკმა ისაუბრა იმის შესახებ თუ რამდენად წარმატებული იყო iPhone X. მისი თქმით, ამ დროისთვის სმარტფონებს შორის iPhone X საუკეთესო გაყიდვად მოდელად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები iPhone X-ს წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდნენ, კომპანიამ კვლავ მოახერხა იმის დადასტურება, რომ მომხმარებლები მზად არიან სმარტფონში გადაიხადონ იმდენად მნიშვნელოვანი თანხა — როგორც 999 დოლარია.

მაღალი ფასების ტენდენცია უკვე შეინიშნება Android მოწყობილობების მწარმოებლებთანაც. მაგალითად: Samsung-მა ბოლო ორი წლის მანძილზე, ფლაგმანების ფასი 15%-ით გაზარდა. Huawei-მ 33%-ით, ხოლო OnePlus-მა 42%-ით.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სმარტფონების ფასები იზრდება. ახალი ტექნოლოგიების კვლევა და განვითარება წლიდან წლამდე უფრო ძვირდება. ამასთან ერთად, ინდივიდუალური კომპონენტების ფასები იზრდება — ამის მიზეზი წარმოების სირთულის გაზრდაა. სხვა საკითხებთან ერთად ინფლაცია თავის როლს თამაშობს. ამ ყველაფერმა არ შეიძლება, რომ გავლენა არ მოახდინოს პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე.

და თქვენი აზრით, რა თანხა უნდა ღირდეს სმარტფონი?

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

Tags: iPhoneMac
Previous Post

Apple Pay Cash-ი ფულადი გზავნილების მომსახურებაში საუკეთესოდ აღიარეს

Next Post

გუშინ Note 9 გამოვიდა — iPhone X Geekbench-ის ტესტში ისევ პირველია!

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

Time-ს მიხედვით ტიმ კუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია
სიახლეები

Time-ს მიხედვით ტიმ კუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია

23/05/2022
31
iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია
სიახლეები

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია

20/05/2022
44
iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
86
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
164
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
415
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
468
Next Post
გუშინ Note 9 გამოვიდა — iPhone X Geekbench-ის ტესტში ისევ პირველია!

გუშინ Note 9 გამოვიდა — iPhone X Geekbench-ის ტესტში ისევ პირველია!

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG