AirPower-ი შესაძლოა სექტემბერში ვიხილოთ, მისი ფასი 150 დოლარი იქნება

AirPower დამტენის ფასი ერთი კარგი Android-ის ფასს არ ჩამორჩება

Apple-ის ერთ-ერთი იდუმალი პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გავრცელდა. AirPower-ის შესახებ თითქმის ერთი წლის წინ გავიგეთ, მისი გამოსვლა უზომოდ გაიწელა.

ჩინურმა მაღაზიამ Chongdiantou-მა, გამოაქვეყნა ახალი დეტალები ამ გაჯეტის შესახებ.

როგორც მაღაზიის წარმომადგენლები ამბობენ, პროდუქტს Apple-ი სექტემბრის ღონისძიებაზე — iPhone-თან ერთად წარმოგვიდგენს. მისი ფასი 150 დოლარი იქნება.

AirPower-ით შეგეძლებათ ერთდროულად Apple-ის სამი მოწყობილობის დატენვა. iPhone, Apple Watch-ი და AirPods-ი — მათ დატენვას უკვე ერთი მოწყობილობით შეძლებთ.

Leave a Comment

Related Posts