iPhone 9 6.1 დიუმიანი იქნება და მისი ფასი iPhone 8-ის ფასს არ აცდება — იტყობინება TrendForce-ი. ექსპერტების აზრით, iPhone 9 იქნება ორი მოდელი, ორი სხვადასხვა მოცულობის გაჯეტი, რომლის ფასშიც 100-დან 50 დოლარამდე იქნება სხვაობა.
მათივე განცხადებით 2018 წლის მოდელებში, ყველაზე იაფიანი მოდელი 699 დოლარი იქნება. ამ თანხაში მომხარებელი შეიძენს 6.1 დიუმიან სმარტფონს — LCD ეკრანით, მინიმუმ 3 გიგაბიტიანი ოპერატიული და შიდა 64 გიგაბიტიანი მეხსიერებით. მას აგრეთვე ექნება სახის ამოცნობის ტექნოლოგია Face ID.
iPhone X 2018
ამავდროულად ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ iPhone X-ის ფასის შემცირებას, რომელიც 899 დოლარი გახდება. Apple-ი ამ დათმობასთან ერთად შემოგვთავაზებს ახალ iPhone-ს, რომლის ფასიც 999 დოლარი იქნება, იგივე ფასი რაც ახლა iPhone X-ს აქვს.
კალამი iPhone-ისთვის
TrendForce-ის ექსპერტების განცხადებაში კიდევ ერთი საინტერესო პუნქტი iPhone-ის კალმის მხარდაჭერაზეა, ანალიტიკოსების აზრით, 6.5 დიუმიან iPhone-ს კალამი დასჭირდება. ამ ფაქტს ისიც უსვამს ხაზს, რომ iPhone X Plus-ი უკვე iPad mini-ს ჩანაცვლებას შეძლებს.