ინსაიდერმა სტივ ჰამერშტოფერმა გამოაქვეყნა განახლებული iPad Pro-ს რენდერები. გამოსახულება ეფუძნება მოპოვებულ CAD-ფაილებს.
როგორც ადრე ანალიტიკოსმა მინ-ჩი კუომ განაცხადა, Apple ორ ახალ iPad Pro-ს მოდელზე მუშაობს: 11 და 12.9 დუიმიანი ეკრანებით.
ჰამერშტოფერის რენდერი საინტერესოა რამოდენიმე მიზეზის გამო.
ჯერ ერთი, ამ ვერსიას კორპუსის კიდეები ძალიან მიუგავს iPhone 4-ს, მომრგვალების გარეშე. მეორეც, პლანშეტში აღარ არის Home-ღილაკი. და მესამე, მოწყობილობას წვრილი ჩარჩოები აქვს.
ამ რენდერზე არ ჩანს აუდიო-პორტი და iPhone X-ისთვის დამახასიათებელი „კუნძული“. მოწყობილობის რეალური სახე ჩვენ შესაძლოა 12 სექტემბერს ვიხილოთ.
წყარო: MR