Apple-მა RAM-ი კვლავ გაზარდა – როგორც LetsGoDigital-ის ჟურნალისტები ავრცელებენ, ეს ფაქტი Geekbench-მა დაგვიდასტურა.
iPhone XS და XS Max-მა 4 გიგაბიტი მიიღო. ეს არის კიდევ ერთი მესამედი ვიდრე ეს იყო გასული წლის iPhone X-ზე და iPhone 8 Plus-ზე. ახალ პროდუქტებში ოპერატიული მეხსიერების ასეთი ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან გაუმჯობესდეს ობიექტების დამუშავება.
რა გააკეთა Apple-მა iPhone XR-ში?
მიუხედავად იმისა რომ iPhone XR-ს იდენტური პროცესორი აქვს, მისი ოპერატიული მეხსიერება უფრო ნაკლებია და 3 გიგაბიტს შეადგენს.
სავარაუდოდ, ეს იყო იძულებული გადაწყვეტილება, რადგან მოწყობილობას ნაკლები ფასი – 749 დოლარი შეენარჩუნებინა. მაგრამ ეს აჩენს საფრთხეს, რომ ეს მოდელი XS-სა და XS Max-ის მაგვარად, სინათლის სისწრაფით ვერ იმუშავებს.