iOS 12-ის გამოშვებიდან 48 საათში, მომხმარებელთა 10%-ი უკვე ახალი საოპერაციო სისტემით სარგებლობდა — ამ ინფორმაციას ანალიტიკური კომპანია Mixpanel-ი ავრცელებს.
iOS 11-მა იგივე ნიშნულს პირველ 24 საათში მიაღწია.
უნდა აღინიშნოს რომ iOS 12 ყველაზე დაბალანსებული და ოპტიმიზირებული სისტემა გამოვიდა.
მაგალითად iPhone 6 Plus-ის მომხმარებლების აზრით: მოწყობილობა უფრო სწრაფად ამუშავდა. კონკრეტულად კამერა, აპლიკაციები და კლავიატურა.
თუ ჯერ კიდევ ეჭვი გაქვთ, რომ iOS 12 შესაძლოა არ იყოს კარგი თქვენი მოწყობილობისთვის, ჩვენი წევრების მოსაზრებები წაიკითხეთ 😉