iPhone XS Max-ი არის ტექნოლოგიურად ყველაზე მეტად განვითარებული სმარტფონი რაც კი ოდესმე უწარმოებია Apple-ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ შეუძლებელია მისი სიიაფე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბევრს სჯერა, რომ კუპერტინოელები ახალ მოდელებში თავიანთ ძველ ტექნოლოგიებს იყენებენ და მიაკუთვნებენ მათ დაუსაბუთებელ ფასს. თუმცა, თუ შეისწავლით ყველაზე მაღალი ხარისხის სმარტფონის თითოეული კომპონენტების ღირებულებას, მიხვდებით თუ რაში ითხოვს Apple-ი ამხელა თანხას.
TechInsights-ის მკვლევარების თანახმად — 256 GB-ანი iPhone XS Max-ის ყველა კომპონენტების ღირებულება 443 დოლარის ნიშანს აღწევს.
iPhone XS Max-ის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი
როგორც გასული წლის “მეათე” iPhone-ის შემთხვევაში, iPhone XS Max-ის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი მისი ეკრანია. 6.5 ინჩიანი OLED პანელი, რომელსაც აქვს იდეალური ფერის გაჯერება და აღიარებულია როგორც საუკეთესო მსოფლიოში. მისი ფასი 80 აშშ დოლარია. თუმცა, ეს ფასი წინა მოდელი ეკრანის ფასთან შედარებით დიდად არ განსხვავდება, მისი ფასი 77,27 დოლარი იყო.
A12 Bionic პროცესორის რომელიც Intel-ის მოდემით არის დამზადებული 72 დოლარი დაჯდა, გასულ წელს iPhone X-ის პროცესორი კი 66 დოლარი ღირდა.
კომპონენტების ფასის გაზრდაზე იმოქმედა Qualcomm-ის გადაწყვეტილებებმაც. ამას გარდა, Apple-მა მიიღო უმაღლესი ხარისხის LTE-ის მუშაობის სიჩქარე.
კამერა
ცალკე ყურადღებას იმსახურებს iPhone XS Max-ის კამერა, რომელიც ბევრად უკეთესია ვიდრე iPhone X-ში იყო. Apple-მა ახალ კამერაში მხოლოდ 44 დოლარი გადაიხადა, წინა წელს კი 42. არსებული ტექნოლოგიური განვითარებითა და პროგრამული განახლების ხარჯზე, Apple-ის ინჟინერებმა უზარმაზარ გარღვევას მიაღწიეს.
სხვა ხარჯები
ბატარეა — 9 დოლარი
უსადენო ინტერფეისი — 18 დოლარი
ინტეგრალური სქემა — 23 დოლარი
კონტროლერები — 14.5 დოლარი
სხვა ელექტრონიკა — 35 დოლარი
კორპუსი — 58 დოლარი
დამხმარე მასალები — 24.5 დოლარი
რეალურად აღსანიშნავია, რომ iPhone XS Max-ის კომპონენტების ძირითადი ფასი ვერ შეესაბამება მის ღირებულებას, რადგან კომპანიას ამის გარდა აქვს ბევრი სხვა ხარჯი. კვლევა, რეკლამა, ლოგისტიკა და ა.შ