ჩვენი საყვარელი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამშრომელი –– ჯონათან აივი კალიფორნიაში WIRED25-ის წლიურ კონფერენციას დაესწრო.
როგორც ჩანს, კონფერენციაზე Vogue-ს ჟურნალისტმა ანა ვინტურმა, ჯონათანისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მოახერხა.
ჯონმა აღიარა, რომ სამყაროში ინოვაციისგან მიღებული შედეგების განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, როდესაც Apple-მა პირველი iPhone შექმნა, ვერცერთი აღმასრულებელი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სმარტფონი ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა.
აივის აზრით, მსოფლიოში დიზაინერის როლი არასდროს შეიცვლება, ორგანიზაციებსა და კომპანიებს დიზაინერების გარეშე არასდროს შეეძლებათ მომხმარებლებთან ჰარმონია ჩამოაყალიბონ.