შედარება: iPhone XS Max VS Huawei Mate 20 Pro

შედარება: iPhone XS Max VS Huawei Mate 20 Pro

ამ წლის სექტემბერში კომპანია Huawei-მ მსოფლიოს ახალი პროცესორი ––  HiSilicon Kirin 980-ი გააცნო. ეს ჩიპი აღჭურვილია 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, ჩინელებმა იგი წარმოგვიდგინეს როგორც ყველაზე სწრაფი და პროდუქტიული ჩიპი. Youtube-ის არხმა YouTube PhoneBuff-მა გადაწყვიტა გადაემოწმებინა რამდენად რეალურია ამ ჩიპის სიძლიერე და იგი iPhone XS Max-ს შეადარა. 

ტესტირება იყო შემდეგნაირი: წინასწარ მომზადდა კონკრეტული აპლიკაციების კრებული, რომელიც თანმიმდევრობით უნდა გახსნილიყო ორივე მოწყობილობაზე. თითოეული წრის დრო ფიქსირდებოდა ტაიმერზე. ექსპერიმენტის მაქსიმალური სისწორისთვის გამოყენებულია რობოტის მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს ადამიანის ფაქტორს და ამცირებს შეცდომებს. ახლა ვნახოთ რა გამოვიდა: 

მიუხედავად ჩინელი მწარმოებლების განცხადებებისა, Apple-ის სმარტფონი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. iPhone-მა პირველი წრე 1 წუთსა და 47 წამში დაასრულა, ხოლო Huawei-მ 1 წუთსა და 52 წამში. არ დაგავიწყდეთ, რომ Huawei P20 Late აღჭურვილია 8GB ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო iPhone XS Max-ი მხოლოდ 4GB-ით. 

მიუხედავად ყველაფრისა, პატივისცემა Huawei-ს სმარტფონს, ის ნამდვილად ღირსეული მოწყობილობაა! 

Leave a Comment

Related Posts