ამ კვირაში, ჩინურმა კომპანია Lenovo-მ ყველაზე ძლიერ პროცესორიანი სმარტფონი წარმოგვიდგინა, რომელიც Snapdragon 855-ის ბაზაზეა დამზადებული.
უახლესი Qualcomm პროცესორი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ AnTuTu-ს საორიენტაციო რეიტინგში — A12 Bionic ჩიპსაც გადაასწრო. ეს ჩიპი როგორც მოგეხსენებათ 2018 წელს გამოსულ iPhone-ს აქვს. როგორც ჩანს, ერთი შეხედვით ყველაფერი გადაწყდა: შეგვიძლია ვთქვათ, რომ Snapdragon 855 არის ყველაზე პროდუქტიული ჩიპი ბაზარზე. ამის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავად AnTuTu-ს წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.
წარმომადგენლების განცხადებით, მოწყობილობების პროდუქტიულობის დადგენა, iOS-სა და Android-ზე სხვადასხვა ალგორითმით გამოითვლება. ეს გამოწვეულია მათი არქიტექტორული განსხვავებების გამო, რომლებიც ერთმანეთს, პრაქტიკულად არაფრით არ ჰგავს.
აქედან გამომდინარე, iPhone-ისა და Android სმარტფონების პირდაპირი შედარება, მაშინაც კი თუ მათი პროცესორები ერთნაირი მახასიათებლების არის, აბსოლუტურად მიუღებელია. ამგვარი გამოთვლა, მათი სიმძლავრეების შესახებ, არ იძლევა რეალურ შთაბეჭდილებებს.
ყველაზე ძლიერი მობილური პროცესორები
იმისათვის, რომ Android-სა და iOS-ის თაყვანისმცემელებს შორის კამათის ახალი ტალღა არ დაწყებულიყო, AnTuTu-ს წარმომადგენლებმა საბოლოო დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავეს.
როგორც ყოველთვის, ჩვენი საყვარელი კომპანია Apple-ი, ასეთი სპექტაკლების მიღმაა და რბოლებში არ იღებს მონაწილეობას, რითიც თავის მუდმივ გამორჩეულობას ხაზს უსვამს. მიუხედავად ამისა, მათი მოწყობილობები ყოველთვის ცნობილია ოპტიმიზაციითა და სიჩქარის მაღალი დონით. თუნდაც, თუ ვნახავთ 5 წლის წინ გამოსულ iPhone 5S-ს, რომელიც iOS 12-ზე მუშაობს, ის უკეთესია ბევრ 2018 წლის Android სმარტფონზე.
რაც არ უნდა ვისაუბროთ ციფრებზე, ყველაზე მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოგვადგება მოწყობილობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.