ეს კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზია თუ რატომ გაიაფდა Apple-ის ფასიანი ქაღალდები. როგორც ცნობილია, კომპანია Qualcomm-მა Apple-ს მიუნხენის სასამართლოში დავა მოუგო, სასამართლოს მიხედვით, Apple-მა საპატენტო უფლებები დაარღვია. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში iPhone 7, 8, Plus ვერსიები და ასევე iPhone X-ის გაყიდვები აიკრძალება.
უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ენერგო მოხმარების ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებას. Qualcomm-ს აქვს ამბიცია, რომ კიდევ ერთხელ უჩივლოს Apple-ს და დააყენოს ახალი მოდელების გაყიდვის აკრძალვის საკითხიც.
რა თქმა უნდა Apple-ი ასე არ გაჩერდება და ამ ვერდიქტს აუცილებლად გაასაჩივრებს, რადგან კომპანიისთვის ეს ევროპაში რიგით მეორე ყველაზე დიდი ბაზარია. iPhone-ის წილი გერმანიის მობილური ტელეფონების ბაზარზე, შეადგენს დაახლოებით 16-დან 22%-ამდე.
Counterpoint Research-ის მონაცემებით: Apple-მა 2017 წელს გერმანიაში, 8 მილიონი iPhone გაყიდა.