iPhone-ის გაყიდვების შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ის მინიმალური იყო, Apple-ზე ცუდად აისახა. ცხადია წელს კომპანიამ რაღაც რადიკალურად უნდა შეცვალოს და თან ეს ცვლილება ინოვაციური უნდა გამოვიდეს.
ახალი კონცეფცია, Apple-ის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა და დიზაინერმა –– Waqar Khan-მა გააკეთა. მოდით ვნახოთ ვიდეო:
სინამდვილეში, წარმოდგენილი მოწყობილობა არ არის განსხვავებული იმავე iPhone X ან iPhone XS-გან. კონცეფციის ავტორი მიიჩნევს, რომ iPhone 11-ის დიზაინი არ განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს –– სმარტფონს ექნება მსგავსი მინა პანელი და უჟანგავი ფოლადის ჩარჩო.
როგორც ჩანს, დიზაინერმა განსაკუთრებული ყურადღება მის “სამმაგ” კამერასა და ე.გ.წ “კუნძულს” მიაქცია, რომელიც ბევრად დაპატარავებულია.