,,შოუ იწყება” –– ყველაფერი რასაც Apple-ის 25 მარტის ღონისძიებაზე ველოდებით

ერთად ვიხილოთ Apple-ის სექტემბრის ღონისძიება

ჩვენი საყვარელი კომპანიის მომავალი ღონისძიება, რომელიც 25 მარტს წყნარი ოკეანის დროით 10 საათზე დაიწყება –– 2019 წელს პირველი ოფიციალური ღონისძიება იქნება.

როგორც წესი, Apple-ის პრეზენტაციების ლოზუნგი, რაღაც ახალი, განსხვავებული თემატიკის/საკითხის სათაურია ხოლმე, რომელზეც აქცენტი უნდა გააკეთონ. ამ შემთხვევაში ,,It’s Show Time”-ით Apple-ი ხაზს უსვამს სატელევიზიო თემას, ვიდეო მომსახურებას, Apple Video.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ყურადღებას ვიდეო მომსახურებაზე აკეთებს, მოსალოდნელია, რომ იქ იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები: რეჟისორი JJ Abrams, მსახიობები Reese Witherspoon და Steve Carell-ი, რომლებმას უშუალო მონაწილეობა მიიღეს სერიალების შექმნაში, რომელსაც Apple TV გვიჩვენებს.

თუმცა, Apple Video არ იქნება ერთადერთი პროდუქტი, რომლის წარმოდგენასაც Apple-ი გეგმავს. ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციის თანახმად, Apple-ი ამ ღონისძიებაზე შემდეგ მოწყობილობებს წარმოგვიდგენს:

  • გამოწერის მომსახურება, Apple News-ის ჟურნალები;
  • iPad 7;
  • iPad Mini 5;
  • iPod Touch 7;
  • უკაბელო ყურსასმენები AirPods 2;
  • უკაბელო დატენვის მოწყობილობა AirPower-ი;

საქართველოში Apple-ის ღონისძიებას, ტრადიციულად ორგანიზაცია გემუგი უმასპინძლებს. ღონისძიების ბმული მალე დაიდება 😉

Leave a Comment

Related Posts