მარტო Apple-ი არ არის ის კომპანია, რომელიც ინვესტორებისთვის წარმატებისა და წარუმატებლობის შესახებ იუწყება. სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Samsung-მა, 5 აპრილს კვარტლური შედეგები წარმოადგინა. კომპანიის მონაცემებით, ბოლო კვარტალში, შემოსავალმა 46 მილიარდ დოლარს მიაღწია — რაც 15%-ით ნაკლებს ნიშნავს.
კორეული ტექნოლოგიური გიგანტი, ბოლოს 13,76 მილიარდიან მოგებაზე საუბრობდა, მაგრამ ამჯერად — 60%-მდე ვარდნის რისკია.
შემცირება მოხდა შემოსავლების თვალსაზრისით, თუმცა არც ისე ბევრი. მიუხედავად ამისა, ბლუმბერგის თქმით, ანალიტიკოსები არ ელოდნენ ასეთ შედეგებს. შემცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სმარტფონების სუსტი გაყიდვები სახელდება. სამხრეთ კორეულმა კომპანიამ, ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის სმარტფონების გაყიდვა.
რეკორდული წლის შემდეგ, სამსუნგის მოგება 6 მილიარდი დოლარი იქნება — საკმაოდ მკვეთრი ვარდნა წინა წელთან შედარებით. ეს ნამდვილად საფუძვლიანი საბაბია, იმისა, რომ ინვესტორები შეშფოთდნენ. ასევე იწერება ისიც, რომ კომპანიის მენეჯმენტი ამისთვის მზად იყო, რადგან კარგად ესმოდათ, რომ ეს კარგი დრო დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
რა თქმა უნდა, ბოლო კვარტალი ჩვენი საყვარელი კომპანიისთვისაც რთული იყო, მაგრამ მათ მაინც შეძლეს ცხენზე დარჩენა. Samsung-ის ფონზე, კუპერტინოელების შედეგები ძალიან კარგია.