მოულოდნელად შუა კვირაში, Apple-მა 2019 წლის MacBook Pro წარმოგვიდგინა, რომელიც უახლესი Intel-ის პროცესორებით არის აღჭურვილი. ჩვენი საყვარელი კომპანიის განცხადებით, ეს ისტორიაში ყველაზე სწრაფი მაკია.
ახალმა MacBook-მა მიიღო მე-8 და მე-9 თაობის Intel-ის პროცესორები, ეს არის Apple-ის პირველი მოდელი, სადაც 8 ბირთი გამოჩნდა.
ეს პორტატული კომპიუტერი 2-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე Apple-ის 4 ბირთვით აღჭირვილი MacBook Pro. ასევე, ის 40%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე 6 ბირთვიანი მოდელი.
ამას გარდა, 2019 წლის მაკებს, კიდევ ერთხელ შეეცვალათ ახალი სტილის “პეპელა კლავიატურა”. მისი მექანიზმი მზადდება ახალი მასალისგან.
ფასები:
ახალი მაკბუკების ფასები, 1,799 დოლარიდან იწყება და 3,499 დოლარამდე ადის.
შეძენა Apple-ის საიტიდან უკვე შესაძლებელია, მიღების დროები 7-დან 10 სამუშაო დღემდე. [Apple]