ყველაფერი რაც iPhone 11-ზე და iOS 13-ზე ვიცით

ყველაფერი რაც iPhone 11-ზე და iOS 13-ზე ვიცით

ახალი სმარტფონების პრეზენტაციამდე დაახლოებით 3 თვეა დარჩენილი, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი რამ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ ჭორებია — ფაქტია, რომ ჩვენი საყვარელი კომპანია ბოლო პერიოდში ვერ უზრუნველყოფს პროდუქციის საიდუმლოებას სათანადო დონეზე. თავად გადაწყვიტეთ ეს რამდენად კარგია, ან ცუდი, მაგრამ ფაქტია დიდი შანსია, რომ ეს ჭორები გამართლდეს.

ამჯერად, ყველაფერი ცნობილმა Youtube არხმა, ApplePro-მ გააზიარა. გაჟონილი ინფორმაცია ასევე დაადასტურა XDA დეველოპერმა. აქ ნახავთ ყველაფერს:

iPhone

–– როგორც ჭორები ადასტურებს, სექტემბერში სამი ახალი მოდელი იქნება წარმოდგენილი. 5,8 ინჩიანი OLED ეკრანით, iPhone 11 6,5 ინჩიანი ეკრანით და iPhone XR 6,1 ინჩიანი ეკრანით და კვლავ IPS ტექნოლოგიით;

— ყველა ახალი სმარტფონი მიიღებს 3 ძირითად კამერას, რომელთაგან ერთს ექნება ულტრაიისფერი ობიექტივი;

— Apple-ი შესამჩნევად შეამცირებს ძირითად კამერას;

— ახალი პროდუქტები გლუვი იქნება და მისი მასალა კვლავ უჟანგავი ფოლადითა და მინით შედგება;

— გაუმჯობესდება Face ID-ის ტექნოლოგია, მნიშვნელოვნად გაიზრდება ხედვის კუთხე;

— Apple-ი სამივე კამერის მოდულების ოპტიკურ სტაბილიზაციას წარმოგვიდგენს. ასევე, კომპანია დაასრულებს Smart HDR-ის ლგორითმს;

— ახალი iPhone-ების სტერეო დინამიკების ხმა შესამჩნავ გაიზრდება;

iOS 13

–– ღამის რეჟიმი მუქ-ნაცრისფერში იქნება შესრულებული. ასე რომ, აკუმულატორის დაზოგვა OLED ეკრანების შემთხვევაში შეგიძლიათ დაივიწყოთ;

— Siri იქნება შესამჩნევად დაჭკვიანებული, ასისტენტი კარგად შეძლებს გაეცნოს კითხვის კონტექსტს;

— სისტემაში გამოჩნდება “ინტელექტუალური მეხსიერების მართვა”, ავტომატურად შეისწავლის თქვენს ჩვევებს და ჩამოტვირთავს მისთვის საჭირო და გამოსაყენებელ აპლიკაციებს;

— iOS 13 კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება. Apple-ი დაამატებს რამდენიმე დაცულ მექანიზმს, რათა თავიდან იყოს აცილებული Jailbreak-ის პროცედურები;

გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/gemug/

Leave a Comment

Related Posts