iPad mini-ს მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

iPad mini-ს მიმდინარე მიმოხილვა მომზადებულია პორტალის onoff.ge მხარდაჭერით. მობილური მოწყობილობების დეტალური მახასიათებლებისა და ფასის გასაგებად ეწვიეთ onoff.ge-ს, ასევე ეს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ ადვილად და სწრაფად შეიძინოთ მობილური მოწყობილობები საქართველოში.

2019 წელს, როდესაც უკვე ყველას იმედი ჰქონდა დაკარგული, კომპანია Apple-მა iPad mini-ს განახლებული ვერსია შემოგვთავაზა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი 2015 წლის შემდეგ ელოდა განახლებას, რაც საკმაოდ დიდი დროა, დამეთანხმებით.

iPad mini, 7.9 დუიმი ეკრანით ჩვენს დროში არც ისე მოთხოვნადი პროდუქტია, თუ გავითვალისწინებთ სმარტფონების ეკრანების ზრდის ტენდენციას. ბევრი მიმომხილველი თვლიდა, რომ iPad 4 ამ ხაზის ბოლო წარმომადგენელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, 4 წლის ლოდინის შემდეგ ჩვენ მივიღეთ განახლებული კომპაქტური პლანშეტი, რაც ბევრ ჩვენგანს ახარებს.

დიზაინი და ფერები

მოწყობილობის ზომები და წონა თითქმის არ შეცვლილა — 203.2 × 134.8 × 6.1 მმ, 300.5 და 308.2 გრამი შესაბამისად Wi-Fi და LTE მოდელებზე.

iPad Pro-სგან განსხვავებით, აქ ჯერ კიდევ არის საკმაოდ ფართო ჩარჩოები ეკრანის გარშემო და ფიზიკური Home-ღილაკი, Touch ID სენსორით.

პლანშეტი ხელმისაწვდომია სამ ფერში — ვერცხლისფერი, „ნაცრისფერი კოსმოსი“ და ოქროსფერი.

კორპუსზე ელემენტების განთავსება არ შეცვლილა და იგივე დარჩა.

ეკრანი

რაც შეეხება ეკრანს, მისი ძირითადი პარამტერებიც იგივე დარჩა, 7.9 დუიმი, 2048×1536 პიქსელი გარჩევადობა, 326 წერილი დუიმზე. თუმცა, 2019 წლის მოდელში ეკრანი მხარს უჭერს True Tone ტექნოლოგიას, რომელიც ეკრანის ნათების გარემოსთან ადაპტაციის საშუალებას იძლევა.

iPad mini 5-ის წარმადობა

iPad mini-ს მთავარ განახლებად უდავოდ პროცესორი უნდა მივიჩნიოთ. მოძველებული A8-ის ნაცვლად ახლა გამოიყენება 7 ნანომეტრიანი A12 Bionic, Neural Engine-ისა და M12 Motion-ის მხარდაჭერით. აღნიშნული, უახლესი პროცესორი ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაწყვეტას მხარდაჭერას იძლევა.

კამერა

ძირითადი კამერის გარჩევადობა 8 მეგაპიქსელს შეადგენს. გამოიყენება HDR ტექნოლოგია ფა საფირმო ფუნქცია Live Photos. წინა კამერა 7 მეგაპიქსელია, f/2.2 დიაფრაგმით. მასაც შეუძლია 1080p ვიდეოს გადაღება, მხარს უჭერს HDR-ს, Retina Flash-ს და FaceTime ვიდეო-ზარებს.

Apple Pencil-ის მხარდაჭერა

ახალი მოდელის მნიშვნელოვანი თავისებურებაა კალმის მხარდაჭერა, თუმცა პირველი თაობის. ის პლანშეტს ახალ შესაძლებლობებს მატებს — ციფრული ბლოკნოტი, ან სახატავი ტილო თქვენს განკარგულებაშია. მეორე თაობის კალამი ასევე Pro ვერსიისთვის არის მხოლოდ. შეგახსენებთ, რომ კალამი კომპლექტაციაში არ შედის და ცალკე იყიდება.

iPad Pro-სგან განსხვავებით, ახალ მინი-პლანშეტში კვლავ თითის ანაბეჭდი გამოიყენება იდენტიფიცირებისათვის.

კომპლექტაცია

ტრადიციულად კოლოფში მოთავსებულია Lightning კაბელი და კვების ბლოკი.

დისკური სივრცე და ავტონომიური მუშაობის დრო

დისკური სივრცე ახალ მოდელს 64 და 256 გბაიტი აქვს. აკუმულატორის მოცულობა საშუალებას გვაძლევს კვლავ 10 საათი უწყვეტად ვისარგებლოთ მოწყობილობით.

დასკვნა

iPad mini, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს Apple-ის პლანშეტებს შორის. მიუხედავად მცირე ზომისა, ის არაჩვეულებრივად კარგია წიგნების კითხვის, სოციალური ქსელების თვალიერების და შიგთავსის მოხმარების სხვა საკითხებში.  და მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ვერ დავეტანხმები სტივ ჯობსს იმაში, რომ მცირე პლანშეტის ადგილი ამ სამყაროში არ არის.

არის.

Leave a Comment

Related Posts