ბლოგერი ბენიამინ გესკინი აქვეყნებს iPhone 11-ის ახალი შალითების ფოტოებს.
როგორც ჩანს, ჭორები სამმაგი კამერის შესახებ კიდევ ერთხელ დასტურდება. ობიექტივის ჩარჩო კვადრატული იქნება.
ფოტოზე iPhone 11, iPhone 11 Max და iPhone XR 2-ის შალითები ჩანს. ამ უკანასკნელს ორმაგი კამერა ექნება, ამჟამინდელი ერთმაგის ნაცვლად.
შალითების მწარმოებლები უბრალოდ არ წვალობენ და ბეჭდავენ შალითებს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რეალური პროდუქტი გამოვა გაყიდვაში. როგორც ჩანს, მათ მყარი ინსაიდერული ინფორმაცია გააჩნიათ აიფონების რეალური მოდელების გარეგანი სახის შესახებ.