ჯერ iPhone 11 არ გამოსულა, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს პირველი ჭორები 2020 წელს მოსალოდნელი მოდელების შესახებ
ცნობილმა ანალიტიკოსმა, მინ-ჩი კუომ მოგივთრო, თუ რას უნდა ველოდოთ 2020 წელს, როდესაც გაყიდვაში iPhone 12 გამოვა.
ინფორმაცია ბევრი არ არის, სიმართლე ითქვას. მაგრამ ჯერ 2019 წელია და წინ კიდევ ბევრი ჭორი გველის, ხშირად ალბათ ურთიერთგამომრიცხავი. ინსაიდერული მონაცემების თანახმად, 2020 წელს ეფლი კვლავ 3 მოდელს გამოუშვებს, ეკრანის დიაგონალით 5.4, 6.7 და 6.1 დუიმი. ყველა მოდელის ეკრანი OLED იქნება.
აქედან ორ მოდელში უკვე იქნება 5G მობილური ქსელების მხარდაჭერა. როგორც ჩანს, ეს Qualcomm-თან განახლებული თანამშრომლობის ნაყოფი იქნება.
ხოლო 2021 წლისათვის 5G-ის ხმარდაჭერა უკვე ყველა მოდელში იქნება დამატებული. 2022 წელს კი უშულოდ ეფლი დაიწყებს მოდემების წარმოებას. შესაძლოა ეფლმა ინტელის ეს ბიზნესი სრულად იყიდოს.
წყარო: MacRumors