საბაჟო გადასახადები, რომელიც ამერიკის მთავრობას უნდა რომ Apple-ს დააკისროს, კომპანიის განვითარებაზე ცუდად იმოქმედებს. ამის შესახებ კუპერტინოელების ოფიციალურ წერილშია საუბარი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არის განკუთვნილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ სარგებელი რომელსაც სახელმწიფო ხაზინას მოუტანს, მოკლევადიანი იქნება. საბოლოო ჯამში ამით შეერთებული შტატები ���ფრო მეტს დაკარგავს — ვიდრე მიიღებს. ყოველივე ამის შემდეგ, Apple-ის ტექნიკის შესყიდვა შემცირდება, რაც ასევე გამოიწვევს საგადასახადო გამოქვითვების შემცირებას.
“საბაჟო მოსაკრებლის შემოღება, გამოიწვევს Apple-ის მხრიდან იმ წვლილის შემცირებას, რომელიც კომპანიის მხრიდან ამერიკას ეკონომიკურად ეხმარება. ის გამოიწვევს კონკურენტუნარიანობის შესუსტებას Apple-ის გლობალურ ბაზარზე. Apple-ი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ის არის ამერიკის სიამაყე. ჩვენ 50-ზე მეტ ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს ვთავაზობთ. გარდა ამისა, Apple-ი უმსხვილესი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა, ყოველწლიურად Apple-ის რამდენიმე მილიარდ დოლარს საღაზინო ვალდებულებები იკავებს” — ნათქვამია წერილში.
Apple-ის წერილი
გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/gemug/