დღეს Apple-მა ოფიციალურად გვამცნო, რომ კომპანიის მთავარი დირექტორი დიზაინის დარგში, ლეგენდარული ჯონათან „ჯონი“ აივი ტოვებს კომპანიას და საკუთარ საქმეს იწყებს, კომპანია LoveFrom-ს. Apple-ში მან 27 წელი იმუშავა, სტივ ჯობსის მხარდამხარ.
ჯონი აივის ახალი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი Apple იქნება. საკუთარი პროექტების გარდა, დიზაინერი დედა-კომპანიასთან თანამშრომლობას განაგრძობს მთელ რიგ პროდუქტებში.
ჯონი — განსაკუთრებული ფიგურაა დიზაინის სამყაროში და მისი როლი Apple-ის აღორძინებაში ფასდაუდებელია, დაწყებული 1998 წლის, რევოლუციური iMac-ით და iPhone-ით დასრულებული. ხოლო უპრეცენდენტო Apple Park დიზაინის მწვერვალია.
— ტიმ კუკი
ჯონი აივის შემცვლელი კომპანიაში ჯერ არ უპოვნიათ. ვიცე-პრეზიდენტი ევანს ჰანკი და ვიცე-პრეზიდენტი ალან დაი უშუალოდ დაექვემდაბარებიან კომპანიის საოპერაციო დირექტორს, ჯეფ უიკიამსს.
თითქმის 30 წლისა და უამრავი პროექტის შემდეგ მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევასრულეთ დიზაინერთა გუნდის, პროცესებისა და Apple-ის კულტურის შექმნის ხანგძლივი სამუშაო, რომელსაც ბადალი არ ყავს. დღეს ის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. გუნდი რასაკვირველია გაიფურჩქნება ევანსის, ალანისა და ჯეფის ხელმძღვანელობით, რომლებიც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. მე სრულიად ვენდობი დიზაინერებს, რომლებიც ჩემს მეგობრებად რჩებიან და იმედს ვიტოვებ, რომ მათთან კიდევ მრავალი წელი ვიმუშვებ.
— ჯონი აივი
აი, ასე დასრულდა Apple-ის ცხოვრების კიდევ ერთი ხანა და დაიწყო ახალი. თუ რას მოუტანს ის კომპანიას და ჩვენ, მის ერთგულ მეგობრებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
გემუგის გუნდი წარმატებას უსურვებს ჯონის და ეფლს!