გაჯეტების შემკეთებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ბრინჯი, წიწიბურა და სხვა ნებისმიერი ბურღულეული ვერ დაგეხმარებათ სმარტფონის გაშრობაში, თუ ის წყალში ჩაგივარდათ. ეს ხერხი უბრალოდ მითია.
როდესაც გაჯეტის კორპუსში წყალი შედის, საჭიროა ამ წყლის დაუყოვნებლივი განდევნა მოწყობილობიდან. მაგრამ ამის ნაცვლად ძალიან ბევრი სმარტფონს ბრინჯში დებს და ელოდება რამდენიმე საათი, სანამ ბურღულეული შეიწოვს წყალს. ამ დროში წყალი საფუძვლიანად დააზიანებს მოწყობილობას.
თუ სმარტფონი აგრძელებს მუშაობას, თქვენ შესაძლოა ჩათვალოთ, რომ ბრინჯი ეფექტურია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ცოტა ხანში ტექნიკა აუცილებლად მწყობრიდან გამოვა.
— ამტკიცებენ ექსპერტები.
საუკეთესო, რაც შეიძლება გააკეთოთ ამ სიტუაციაში, — რაც შეიძლება სწრაფად დაშალოთ მოწყობილობა და მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
- რაც შეიძლება სწრაფად ამოიღეთ მოწყობილობა წყლიდან. ცხადია, რომ რაც ნაკლებად იკონტაქტებს გაჯეტი სითხესთან, მით ნაკლები შევა კორპუსში;
- თუ აპარატს მოხსნადი აკუმულატორი აქვს, დაუყოვნებლივ მოხსენით ის, დატოვეთ მოწყობილობა ასეთ დაშლილ მდგომარეობაში. თუ აკუმულატორი არ ძვრება, უბრალოდ გათიშეთ გაჯეტი. რითაც შეამცირებთ მოკლე ჩართვის ალბათობას;
- თუ ტელეფონი შალითაში გაქვთ მოთავსებული, მოხსენით ის, რათა მოწყობილობა უფრო სწრაფად გაშრეს;
- ამოიღეთ სიმ-ბარათი და მეხსიერების ბარათი (თუ აქვს მისი მხადაჭერა). ამ ხერხითაც სითხე უფრო სწრაფად აორთქლდება;
- დადეთ მოწყობილობა მშრალ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე და ფრთხილად გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება გასართებს და ყველა ღია ნაწილს.
რა ვქნათ, თუ წყალი მაინც ჩავიდა მოწყობილობაში
- ნუ ეცდებით ტელეფონის ჩართვას: როდესაც მიკროსქემებში დენი გაივლის, მოწყობილობის დაზიანების ალბათობა მოიმატებს;
- არავითარ შემთხვევაში არ მიუერთოთ დასველებული მოწყობილობა ელექტროქსელს — იგივე მიზეზით;
- არ ამოძრაოთ ტელეფონი საჭიროების გარეშე, არ დააჭიროთ ღილაკებს და არ ჩაბეროთ ჰაერი. ამ ქმედებებით წყალმა შესაძლოა უფრო ღრმად შეაღწიოს მოწყობილობაში;
- არ გამოიყენოთ ფენი, ოთახის გამათბობლები და ა.შ., ვინაიდან ზედმეტმა გათბობამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობა.
თუ გამშრალი ტელეფონი არ ირთვება, ან არაკორექტულად მუშაობს, მიიტანეთ ის სპეციალისტთან. ოსტატი გაწმინდავს აპარატს და შეცვლის დაზიანებულ ნაწილებს.