ახალ iPhone-ში ისტორიაში პირველად ლოგო შეიცვლება

ახალ iPhone-ში ისტორიაში პირველად ლოგო შეიცვლება

ჩვენი საყვარელი კომპანია წელს ახალი სტილის დიზაინის iPhone-ის დანერგვას გეგმავს, რომელშიც გამოყენებული იქნება ძველი კომპანიის ლოგო. ამის შესახებ MacRumors-ი, Apple-ის თანამშრომლის სიტყვებზე დაყრდნობით წერს.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად როგორს და რომელ iPhone-ს ექნება “ცისარტყელა” ლოგო. ერთ-ერთი ვერსიით, iPhone-ის სპეციალური მოდელი (PODUCT) RED-ი მიიღებს ფერად ლოგოს.

იმის გათვალისწინებით რომ ფერადი ლოგო თავდაპირველად Macintosh-ს ჰქონდა, დასაშვებია ისიც, რომ ის ახალმა Mac-მა მიიღოს.

დასაშვებია ისიც, რომ ეს ჭორები ცრუ აღმოჩნდეს, რადგან ასეთი ინფრომაცია ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ გაჟღერდა.

ცისარტყელა ლოგოს დებიუტი 1977 წელს, Macintosh II-ზე შედგა. Apple-ი მას 20 წელზე მეტი, 1998 წლამდე იყენებდა. [MacRumors]

გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/gemug/

Leave a Comment

Related Posts