Tesla-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც კომპანიაში საავტომობილო ინტერიერსა და ექსტერიერზე მუშაობდა, ახლა უკვე Apple-ის თანამშრომელია.
მისი Linkedin-ის პროფილის მიხედვით, იგი ახლა Apple-ის სენიორ დირექტორია. მაგრამ ზუსტად რა ევალება, ეს ჯერჯერობით უცნობია.
McManus-მა Tesla-ში მუშაობა დაიწყო 2015 წელს. მანამდე მუშაობდა Jaguar Land Rover-ში, Bentley Motors-სა და Aston Martin-ში.
მაკმანსის გამოცდილების გათვალისწინებით საავტომობილო ინდუსტრიაში, მას შეუძლია კარგად შეუერთდეს Apple-ის გუნდს და დაეხმაროს უპილოტო ელექტრო მანქანის შექმნაში.
რაღაც პერიოდი ვარაუდობდნენ რომ Apple-მა ეს პროექტი გააჩერა, მაგრამ როგორც ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo წერს, პირველი Apple-ის მანქანა 2023-2025 წლებში გამოვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა Tesla-ს თანამშრომელი Apple-ში გადადის. ცოტა ხნის წინ, Apple-მა მოახერხა და Tesla-ს მთავარი ინჟინერიც წაიყვანა. [MacRumors]
გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/gemug/