ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობას თხოვნით მიმართა ახალ Mac Pro-ს დასაბეგრ ღირებულებასთან დაკავშირებით, რომელიც 25%-ს შეადგენს.
ოფიციალურად განცხადება 18 ივლისს გამოქვეყნდა. თავად Mac Pro დოკუმენტში ნახსენები არ არის, მაგრამ ჩამოთვლილი კომპონენტების მიხედვით ზუსტად რომ ახალ სამაგიდე კომპიუტერზეა საუბარი.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, კომპანიებს გადასახადებს 3 შემთხვევაში შეუმცირებს:
1. თუ სათადარიგო ნაწილების წარმოება იქნება მხოლოდ ჩინეთში;
2. წარმოებული კომპონენტები არ იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩინურ ინდუსტრიაში;
3. თუ 25 პროცენტიანი გადასახადი კომპანიისთვის გამოიწვევს ეკონომიკურ ზიანს;
Mac Pro-ს გარდა Apple-ს სურს შეამციროს სახელმწიფო გადასახადი: Magic Mouse-ზე, Magic Trackpad-ზე და Lightning Cable-ზე iPhone-ისთვის.
ადრე Apple-მა მოახერხა და თავიდან აირიდა გადასახადები Apple Watch-ზე და AirPods-ზე.
Apple-ი არ გადაიხდის გადასახადებს იმ შემთხვევაში თუ Mac Pro-ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდება. მაგრამ, მას შემდეგ რაც Mac Pro-მ ჩინეთში დაიწყო წარმოება, კომპანია ვალდებული გახდა გადაეხადოს იმპორტის 25%-ი. [Bloomberg]