iOS-ის 5 ფუნქცია, რომელიც ყველამ არ იცის

iOS-ის 5 ფუნქცია, რომელიც ყველამ არ იცის

Მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

iOS სავსეა ფარული და არა აშკარა ფუნქციებით, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ უკეთ გამოიყენოთ iPhone და iPad. ზოგიერთ მათგანს შემთხვევით წავაწყდებით ხოლმე, ზოგიერთი — დიდხანს რჩება დამალული საოპერაციო სისტემის შიგნით. ამასთან, ყოველთვის მოიძებნება ნაცნობი, რომელმაც ყოველთვის იცოდა ამა თუ იმ სიახლის შესახებ. გინდათ სწორედ ეს ნაცნობი თქვენ იყოთ და მეგობრებს გაუზიაროთ ცოდნა? მაშინ წაიკითხეთ iOS-ის არა აშკარა ფუნქციების ხუთეული, რომელიც ჩვენც სულ ახლახანს მოვიძიეთ.

ზოგიერთ ფუნქციას 3D Touch-ის არსებობა სჭირდება, თუმცა მაინც მუშაობს ხატულაზე თითის დიდხანს დაჭერით.

არ შემაწუხო გეოლოკაციის მიხედვით

„Do Not Disturb“ — ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფუნქციაა iOS-ში, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეზღუდოთ შემომავალი შეტყობინებები დროის გარკვეულ პერიოდში. მაგალითად, თუ გსურთ, რომ დღისით ცოტათი წუაძინოთ და არ გსურთ, რომ ვინმემ შეგაწუხოთ, თუნდაც ვირტუალური მობრძანებით. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ რეჟიმის გათიშვა შესაძლებელია არა მხოლოდ ხელით, არამედ ავტომატურადაც, მიმდინარე მდებარეობის დატოვებისთანავე. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც სახლიდან გამოდიხართ და სამსახურში მიდიხართ. ამ პარამეტრის ჩასართველად, საჭიროა „Control Center“-ში დააჭიროთ ნახევარმთვარის ხატულას მცირეოდენი დაძალებით და გამოიძახოთ კონტესტური მენიუ.

როგორ გადავათრიოთ რამოდენიმე აპლიკაცია ერთდროულად

iOS-ში არის რამოდენიმე აპლიკაციის ერთდროულად გადათრევის შესაძლებლობა. ამისათვის საჭიროა გააქტიუროთ სამუშაო დაფის მორგების რეჟიმი, ნებისმიერ აპლიკაციაზე თითის დაყოვნებით. დაელოდეთ, სანამ ხატულები არ დაიწყებენ რხევას, შეიპყარით ერთ-ერთი — ცერა თითი უფრო მოსახერხებელია, — დაიწყეთ მისი გადაადგილება, ამის შემდეგ საჩვენებელი თითით მონიშნეთ ყველა საჭირო აპლიკაციის ხატულა. თუ შეგეშლებათ, თავიდან დაიწყეთ პროცესი.

ხმის დონე სტანდარტულზე უფრო ხმამაღალი

თუ გსურთ მუსიკის მოსმენა iPhone-ზე, ან iPad-ზე, გარე სპიკერების გამოყენებით, არსებობს ხერხი მივიღოთ უფრო ხმამაღალი ჟღერადობა, ვიდრე ეს ნაგულისხმევად არის. ამისათვის გადადით Settings > Music > EQ და აირჩიეთ რეჟიმი Late Night. სპიკერებში ხმა მოიმატებს.

შეტყობინებები საქაღალდეებში

თუ iPhone-ის სამუშაო დაფაზე ბევრი საქაღალდეა, აუცილებლად შეგხვდებოდათ სიტუაცია, როდესაც რომელიმე საქაღალდეს უჩნდება წითელი ფერის ჭდე შეტყობინებების რაოდენობით. ნაცვლად იმისა, რომ გახსნათ საქაღალდე და ეძებოთ ის აპლიკაცია, რომელშიც მოვიდა შეტყობინება, შეიძლება საქაღალდის კონტექსტური მენიუს გამოძახება 3D Touch ჟესტით და საქაღალდის გახსნის გარეშე ნახავთ შემოსული შეტყობინებების მდებარეობას.

ძილის ტაიმერი

თუ გიყვართ დაძინება მუსიკის თანხლებით, ან ფილმის ყურებით, თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ დაკვრის ავტოშეწყვეტის ფუნქცია დაძინების შემდგომ. ამისათვის გახსენით აპლიკაცია Clock, გახსენით ჩანართი Timer და დააჭირეთ When Timer Ends, რომელიც გამცნობთ დათქმული დროის ამოწურვის შესახებ. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს არა მელოდიები, არამედ სიაში ბოლო პუნქტი, Stop Playing. აირჩიეთ ის, მიუთითეთ საორიენტაციო დრო, რაც დაგჭირდებათ დასაძინებლად და ჩართეთ ტაიმერი. დროის ამოწურვის შემდგომ მედიის დაკვრა ავტომატურად შეწყდება.

Leave a Comment