როგორც იცით, Apple Watch 4-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კარდიგრამის გადაღების შესაძლებლობაა. მის მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ გაიგონ გულისცემის სიხშირე და აკონტროლონ ჯანმრთელობა. მაგრამ იყენებთ ამ თვისებას? სავარაუდოდ არა.
Apple Watch-ის მყიდველთა ძირითადი ასაკი 18-დან 34 წლამდეა. ჭკვიანი საათის ასაკოვანი მომხმარებლები საკმაოდ ცოტანი არიან.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების თანახმად — წინაგულოვანი ფიბრილაცია 329 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 2.1-დან 6.1 მილიონამდე ადამიანს აწუხებს. მათი მხოლოდ 2%-ია 65 წელზე მეტის.
ამრიგად, ახალგაზრდა და ჯანმრთელი მომხმარებლების უმეტესობისთვის, ელექტროკარდიოგრამის გაზომვის ფუნქცია საჭირო არ არის. [9to5]