Intel-მა წარმოადგინა ახალი პროცესორები MacBook-ებისთვის

Intel-მა წარმოადგინა ახალი პროცესორები MacBook-ებისთვის

კომპანია Intel-მა წარმოადგინა მე-10 თაობის პროცესორი, რომლის სახელიც „ყინულის ტბაა“. ის დამზადებულია 10 ნანომეტრიანი პროცესორის ტექნოლოგიაზე და შექმნილია კომპაქტური ლეპტოპისთვის.

„ყინულის ტბის“ ყველა ჩიპს, Wi-Fi 6 (802.11ax)-ის მხარდაჭერა აქვს და ინტეგრირებულია Iris Plus გრაფიკაზე, რომელიც გაძლევთ საშუალებას ჩართოთ 4K და ჩართოთ თამაში 1080 რეზოლუციაზე.

ხაზი შედგება 11 პროცესორისგან, რომელთა შორისაა 6 ულტრადაბალი სიმძლავრის (U) და 5 უკიდურესად დაბალი ენერგომოხმარების ჩიპით.


ყველაზე მძლავრი Intel Core i7-1068G7 პროცესორია, 4 ბირთვით, 2.3GHz სიხშირით და 4.1GHz ტურბო გამაძლიერებელით. მსგავსი ჩიპი აქვს 13 ინჩიან Macbook Pro-ს.

Intel-ის თქმით, ახალი პროცესორი 18%-ით უფრო ძლიერია ვიდრე წინა მოდელი (Sky Lake). მაგრამ ეს არც ისე შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ წინამორბედი პროცესორი 4 წლის წინ გამოვიდა.

პირველი პორტატული კომპიუტერი ამ პროცესორებით წლის ბოლოს გამოჩნდება. უკვე ცნობილია რომ ამ ჩიპს Acer Swift 5, Dell XPS 13 2 in 1, HP Envy 13 და Lenovo S940 მიიღებენ.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ Apple-ი შემოდგომაზე Ice Lake-ის მქონე MacBook-ებს წარმოგვიდგენს. [MacRumors]

Leave a Comment