digitimes-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ახალ MacBook-ებთან დაკავშირებით:
მსოფლიოში TOP 3 მოდელების წარმოებლები Lenovo, HP და Dell-ი გეგმავენ რომ 2019 წლის მეორე ნახევარში ლეპტოპები წარმოადგინონ, რომლებსაც 5G მხარდაჭერა ექნებათ.
Digitimes
ინდუსტრიული წყაროების თანახმად, კომპანია Apple-ი ასევე გეგმავს ასეთი კომპუტერების წარმოდგენას, რომელიც უკვე 2020 წლის მეორე ნახევარში იქნება.
ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ Apple-მა ასეთი MacBook-ის პროტოტიბი უკვე შექმნა და ის უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე კონკურენტების.
ამ შედეგის მიღება კერამიკული ანტენის დაფის დახმარებით მოხდა, რაც 6-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი მეტალის ანტენა.
ეს ანტენა ორჯერ უფრო სწრაფად და ეფექტრუად აგზავნის და იღებს მონაცემების. [MacRumors]