Apple Card-ის გამოყენება Jailbreak-იან iPhone-ზე შეუძლებელი იქნება

Apple Card-ის გამოყენება Jailbreak-იან iPhone-ზე შეუძლებელი იქნება

Goldman Sachs-ის ვებ-საიტზე გამოჩნდა მომხმარებლის ხელშეკრულება, საიდანაც ადრეულად ვიგებთ Apple Card-ის შესახებ უცნობ დეტალებს.

მაგალითად, iPhone-ი რომელიც „დაჯეილბრეიქებულია“ ვერ მიიღებს Apple Card-ის მხარდაჭერას.

მომხმარებლები რომლებიც iPhone-ზე Jailbreak-ს გამოიყენებენ, დაუყოვნებლივ დაკარგავენ წვდომას Apple Card-ზე და დაკარგავენ ანგარიშს.

Apple Card-ი ასევე არ შეიძლება იქნას გამოყენებული კრიპტოვალუტის, კაზინოს ლოტებისა და ლატარიის ბილეთების საყიდლად. ეს შეზღუდვები ხშირად გვხვდება ამერიკული ბანკების პროდუქტებში.

ცოტა ხნის წინ, Apple-ის CEO-მ ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple Card-ზე ათასობით თანამშრომელი მუშაობას და ის ხელმისაწვდომი აგვისტოში გახდება: ტიმ კუკის განცხადება

წყარო: [The Verge]

Leave a Comment