Softbank-ის პრეზიდენტს iPhone 11-ის გამოსვლის თარიღი წამოცდა

Softbank-ის პრეზიდენტს iPhone 11-ის გამოსვლის თარიღი წამოცდა

ინვესტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე, SoftBank-ის პრეზიდენტმა კენ მიაუჩიმ მიგვანიშნა, როდის უნდა ველოდოთ iPhone 11-ის გაყიდვაში ჩაშვებას.

1 ოქტომბერს იაპონიაში ძალაში შედის განახლებული კანონი სატელეკომუნიკაციო ბიზნესის შესახებ. მისი არსი ის არის, რომ ოპერატორებს არ შეეძლებათ შეთავაზონ სპეციალური განაკვეთები გაბერილი ფასებით, iPhone-ის შეძენასთან ერთად.

Softbank-ის პრეზიდენტს კითხეს თუ რას აპირებს ახალი კანონმდებლობის შესახებ, iPhone-ის გაყიდვაში გამოსვლასთან დაკავშირებით. პასუხის ნაწილი:

„მართალი გითხრათ, მაინტერებეს რა უნდა გავაკეთოთ 10 დღეში. არა, ეს არ უნდა მეთქვა. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი როდის გამოვა ახალი iPhone-ი“.

კენ მიაუჩიმ

როგორც დავასკვენით, ახალი iPhone-ი გაყიდვაში 20 სექტემბერს უნდა გამოვიდეს — კანონის ძალაში შესვლამდე 10 დღით ადრე.

Leave a Comment

Related Posts