როგორი იქნება 16 ინჩიანი MacBook Pro-ს პროცესორი

როგორი იქნება 16 ინჩიანი MacBook Pro-ს პროცესორი

16 დიუმიან MacBook Pro-ს ექნება მე-9 თაობის პროცესორი — Coffee Lake Refresh, ამის შესახებ IHS Markis ანალიტიკოსმა ჯეფ ლინმა თქვა.

თუ ამას დავუჯერებთ, ახალი MacBook-ი მიიღებს 8 ბირთვს, Intel Core i9 2.4GHz Turbo Boost 5,0 GHz. Coffee Lake Refresh-ს ასევე აქვს 6 ბირთვიანი i7 პროცესორები. ასევე, ყველა ჩიპს აქვს ინტეგრირებული Intel UHD 630 გრაფიკული ბარათი.

ეს პროცესორები უკვე დამონტაჟებულია 2019 წლის MacBook-ებზე. Intel Core i9 პროცესორის მქონე კომპიუტერის ფასი დაახლოებით 3500 დოლარიდან იწყება.

ჭორების თანახმად, ახალი MacBook-ი ახალი დიზაინის ეკრანს მიიღებს, რომელსაც თითქმის არ ექნება ჩარჩოები, ეკრანის რეზოლუცია 3071 x 1920.

ჯეფ ლინი მიიჩნევს რომ ახალი MacBook-ების პრეზენტაცია შემოდგომაზე უნდა იყოს. [MacRumors ]

Leave a Comment

Related Posts