iTunes-ის აღზევება და დაცემა — როგორ იცვლებოდა ის 19 წლის განმავლობაში

iTunes-ის აღზევება და დაცემა — როგორ იცვლებოდა ის 19 წლის განმავლობაში

Მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

iTunes-ის ლოგო, 2001-2015 წლები

macOS Catalina-ში აიტუნსი საბოლოოდ გაქრება, Apple მას რამდენიმე პროგრამად დაშლას უპირებს. მოდი, გავიხსენოთ, თუ რა გზა გამოიარა iTunes-მა ბოლო 19 წლის განმავლობაში.

საიტზე Version Museum გამოქვეყნებულია Apple-ის ოდესღაც მთავარი აპლიკაციის ყველა ცვლილება. სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა ურთიერთქმედება ჯერ კომპიუტერსა და iPod-ს შორის, ხოლო მოგვიანებით — iPhone-თან.

iTunes-ის ისტორია იწყება Apple-ის მიერ ერთი კომპანიის შეძენით, რომელმაც mp3-დამკვრელი შექმნა, სახელად SoundJam MP, შორეულ 2000 წელს.

SoundJam-ის შემქმნელები iTunes-ის პირველ ვერსიაზეც მუშაობდნენ და შექმნეს მარტივი, მაგრამ საიმედო აპლიკაცია, Mac-ზე მუსიკის დასაკრავად.

ასეთი იყო სულ პირველი ვერსია
მუსიკის დაკვრა და ბიბლიოთეკა
მუსიკის ვიზუალიზატორი, 2001 წელი

iTunes-ის მეორე ვერსიაში გამოჩნდა iPod-ის მხარდაჭერა, აგრეთვე ეკვალაიზერი. ხოლო მეოთხე ვერსიიდან აპლიკაციაში დაემატა მუსიკალური მაღაზიის მხარდაჭერა.

ამავე დროს Apple-მა დაამატა პოდკასტების მხარდაჭერაც.

2006 წლიდან iTunes-ში დაემატა ფილმები. ეს არ იყო მარტივი საქმე, სტივ ჯობსის უშუალო ჩარევით და მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდგომ უმსხვილესი კინოსტუდიები დათანხმდნენ კუპერტინოს შემოთავაზებას.

თანაც, ამ შეთანხმებამდე Apple-ისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ტვ-შოუები. ხოლო 2008 წლიდან აპლიკაციაში აგრეთვე App Store დაემატა.

2011 წელს ჩვენ ტოტალური რედიზაინი მივიღეთ. მისი საერთო კონცეფცია დღემდე შენარჩუნებულია აპლიაკციის მიმდანრე ვერსიაში.

წლებთან ერთად მხოლოდ ზოგიერთი ფუნქცია იცვლებოდა, ავტორები მხოლოდ ინტერფეისს ამუშავებდნენ.

iTunes 12 უკვე 5 წელისაა და ეს მის ისტორიაში ყველაზე ხანგძლივი ვერსიაა. მასში ხელმისაწვდომია ადრინდელი შენაძენების მართვა, Apple Music (მისი 2015 წელს გაშვებიდან მოყოლებული) და Siri-ს უკეთესი ინტეგრაცია.

2017 წელს Apple-მა App Store ამოშალაiTunes 12.7-დან.

თუ აქ გამოქვეყნებული სურათები თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს Version Museum და დატკბეთ iTunes-ის განვითარების ამსახველი სურათებით.

Leave a Comment

Related Posts